ზუგდიდში ომის ვეტერანებმა სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გამართეს
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ომის ვეტერანებმა მშვიდობიანი
აქცია გამართეს.
მათი მოთხოვნაა ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის ირაკლი
შიხიაშვილის გადადგომა, ასევე ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება
და სოციალური დახმარების მიღება.
„ვინც დამოუკიდებლობას ებრძოდა,ისინი ინიშნებიან
თანამდებობაზე,პრემიერ- მინისტრს ვთხოვთ შეიხედოს ვეტერანთა
დეპარტამენტში და ნახოს რა სიბინძურეები ხდება,მოგვაშოროს ირაკლი
შიხიაშვილი და დაგვიბრუნოს ჩვენი წოდება“-აცხადებენ ომის
ვეტერანები.
ზუგდიდში 150 -ამდე ომის ვეტერანი შეიკრიბა, რომელთა დიდი ნაწილი
სენაკიდან,ხობიდან,აბაშიდან და სვანეთიდან იყო ჩამოსული.
მათი თქმით,უკვე შექმნეს არასამთავრებო ორგანიზაცია"
საქართველოს დამოუკიდებლობისა და მებრძოლ ვეტერანთა კავშირი",რომლის
ოფისებიც რეგიონებში გაიხსნება.ისინი აცხადებენ,რომ თუ დღევანდელი
მშვიდობიანი აქციის შემდეგ სასურველ შედეგს არ მიიღებენ, პროტესტის
უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები