საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიუსის" დირექტორის დავით
დიდიშვილის განცხადებით,
კომპანიის ავტობუსი ზუგდიდიდან პირველ რეისს 12 საათზე
განახორციელებს.
"ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და შეხედულება. ჩვენ
ყველაფერი კანონიერად გვაქვს და რეისებსაც განვახორციელებთ, -
განუცხადა ჟურნალისტებს დიდიშვილმა.
დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც "მეტრო
პლიუსის"ავტობუსს დღეს თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა
განეხორციელებინა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ამავე
აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები