სატრანსპორტო კომპანია "მეტრო+" ამ ეტაპზე ზუგდიდი - თბილისის
მიმართულებით რეისებს არ ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენელმა "ათინათთან"
საუბარში განახცადა, რომ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ ერთ
კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კომპანია " მეტრო ჯორჯიას" ქალაქში
შემოსვლას, ზუგდიდი - თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების
მძღოლების აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიამ, რამდენიმე რეისი
განახორციელა და ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები