15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს დადებას პატიოსნისა
სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისას
"ვლაქერნას".
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება
წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გამობრძანება დადიანების სასახლეთა
ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი
მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით
სამეგრელოს გუბერნატორი განცხადებას ავრცელებს,რომელსაც რადიო
"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
"გილოცავთ ვლაქერნობას! ღმერთმა გაგაძლიეროთ. ხელთუქმნელი სამოსელი
უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია
დავანებული.
დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს
სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. კიდევ ერთხელ
გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა დაიფაროს
ჩვენი ქვეყანა"!
მასალის გამოყენების პირობები