"ვლაქერნობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდს მთავრობის მეთაური
გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
დილიდან დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან გამოაბრძანეს
ღვთისმშობლის კვართი,ჩატარდა მსვლელობა. ამ წუთებში კი
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ივერიის ღვთისმშობლის
მშენებარე საკათედრო ტაძარში იმყოფებიან.
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვირიკაშვილთან
ერთად ჩამოვიდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის
მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სოფლის
მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
მასალის გამოყენების პირობები