ზუგდიდში მუშები, რომლებმაც ტროტუარებზე ქვაფენილები დააგეს, კუთვნილი
ხელფასის მოთხოვნით, მერიის შენობის წინ კვლავ შეიკრიბნენ.
ადმინისტრაციულ შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც
იმყოფებოდნენ.
"ეს ადამიანები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. კეთილი ინებოს ადგილობრივმა
მთავრობამ და მისცეს მათ ხელფასები", - თქვა აქციაზე ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ენმ"-დან ლევან კონჯარიამ.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
მოითხოვეს
შეხვედრა. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს
პერიოდულად მართავენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც
რამდენჯერმე შეხვდნენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები შპს-მ
"ამი 2014" დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული
სამუშაოსთვის თანხა დარიცხული აქვს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები