ტურნირი Kunlunfight-ის ეგიდით კიშენკოს თასის მოსაპოვებლად 30
სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. მასში
მონაწილეობას
11-დან 18 წლამდე სპორტსმენები მიიღებენ. გამარჯვებულები ჩინეთში
გაემგზავრებიან და მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე კიკბოქსინგის
ორგანიზაცია "კუნლუნ ფაითზე" იასპარეზებენ. ტურნირის ორგანიზატორია
კიკბოქსინგის ორგანიზაცია საქართველოში “კოლხეთის თასი”.
ცნობისთვის, „კოლხეთის თასი" წელიწადში 6-ჯერ იმართება ზუგდიდში და
მასში სპორტსმენები რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან,
სომხეთიდან და ირანიდან მონაწილეობენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000
ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები