გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ზუგდიდში
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი
დააკავეს.
შსს-ში ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ და
აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით
გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული გ.კ. სამეგრელო-ზემო სვანეთის
მხარის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელია. მანამდე, ის ფოთის
პოლიციაში მუშაობდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. წაღებულია,
დაახლოებით, 5 ათასი ლარი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
ლენდო დააყაჩაღეს (ვიდეო)
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში
ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები