საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს, რომლებსაც კუთვნილი ხელფასი
რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიუღიათ,
დავალიანება
გაუსტუმრეს.
ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის დირექტორი რევაზ პერტაია ადასტურებს.
პერტაიამ
რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ კლუბს 250 000
ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა, რომელიც სრულად დაიფარა.
ცნობისთვის, ს.კ. ზუგდიდის ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების
დაფარვას, უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვენ. კლუბი უმაღლეს ლიგას
გამოეთიშა და მეორე ლიგაში თამაშობს.
ამავე თემაზე:
„ზუგდიდის“
ექს-კაპიტანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები