ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიურო
გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთოვრობო
ორგანიზაციებისა
და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაჟორიტარმა შეკრებილებს ბიუროს
ხელმძღვანელი ჯონი ჯიქია და სხვა თანამშრომლები წარუდგინა. გარდა
ამისა, ქვარაიამ პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო
გეგმების შესახებ ისაუბრა.
"ბიუროს მუშაობის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ
დეპუტატთან, რის შესახებაც წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ გვექნება
მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად
გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატსა და
პარლამენტის წევრს აქვს", - განაცხადა ქვარაიამ.
ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული და ის
მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე მიიღებს.
"ორშაბათიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემები
გაგვაცნონ, ჩვენ კი, შეძლებისდაგვარად, მათ დავეხმარებით, ადგილობრივ
თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ", - აღნიშნა ჯიქიამ.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და
დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ად-ის ფინანსური ხელშეწყობით
განხორციელდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები