ზუგდიდში თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან
ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით
ჩატარდა. შეხვედრის შესახებ, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდა, ადგილობრივი მედიასაშუალებები არ
დაუწყებულა. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების
ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების,
სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე, დეცენტრალიზაციისა და
თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე
იმსჯელეს.
შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და
პოზიციების მოსმენა იყო, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ
თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით
მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ
თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს.
შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წამომადგენლები,
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, ქალაქ
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტების
ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში რადიო
„ათინათს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ
„ღონისძიებაზე მედიის დასწრება არ იყო გათვალისწინებული“.
მასალის გამოყენების პირობები