რეგიონი
რეგისტრაცია დასწრებაზე - რა სირთულეებზე საუბრობენ პირველკლასელთა მშობლები
8 მაისს, დილის 9 საათზე საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება. იმისათვის, რომ ბავშვი სასურველ სკოლაში მოხვდეს, WWW.EMIS.GE-ზე მომავალი მოსწავლის შესაბამისი მონაცემები უნდა შეავსონ და ონლაინ დაარეგისტრირონ. ერთი შეხედვით, ამ მარტივი პროცედურის სირთულეებსა და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ ჩვენი რესპოდენტები - მომავალი პირველკლასელების მშობლები. არასაკმარისი ვაკანტური ადგილი ტერიტორიულად ახლოს მყოფ სკოლაში - ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც მათ რეგისტრაციის დროს აქვთ.

მომავალი პირველკლასელის დედაა სალომე ახალაია. ის ამბობს, რომ შვილის დარეგისტრირება პირველ საჯარო სკოლაში სურს, რადგან ტერიტორიულად მათ საცხოვრებელ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

„პრობლემა არის ის, რომ ონლაინ რეგიტრაციის დროს ყველაფერი წამებზეა დამოკიდებული და შესაძლოა, ვერ მოვასწროთ დარეგისტრირება. ჩვენს შემთხვევაში, თუკი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა ბავშვი, მის სასწავლებელში წასაყვანად მძღოლის დაქირავება გახდება აუცილებელი, რაც, პირველ რიგში, ფინანსურ მხარესთანაა დაკავშირებული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ახალაიამ.

სასურველი სკოლა აქვს არჩეული ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ ლედი ქირიასაც, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე საჯარო სკოლაში ადგილების მცირე რაოდენობაა დარჩენილი, ამბობს, რომ რეგისტრაციის ცდასაც კი აზრი არ აქვს, ამიტომაც ეცდება, მოასწროს და შვილი პირველ სკოლაში დაარეგისტრიროს.

ძალიან ბევრი ადამიანის შეწუხება მიწევს, რომ როგორმე მოვასწროთ და ბავშვი პირველ სკოლაში მაინც მოხვდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ გაგვიმართლა, ალბათ, კერძო სკოლაზე ვიფიქრებ“, - გვითხრა ქირიამ.

პირველსა და მეორე სკოლას შორის აკეთებს არჩევანს დავით ლოგუაც. ამ შემთხვევაშიც მთავარი მიზეზი ტერიტორიული სიახლოვეა.

„მიუხედავად იმისა, რომ მეორე სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ, ეს არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს და შესაძლოა, საცხოვრებელი სახლიდან შორს მოვხვდეთ. წესით, სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს სამომავლოდ. თუ არ მოხვდა სასურველ სკოლაში, რომელიმე სხვაში შევიყვან, რომ წელი არ გაუცდეს და შემდეგ გადმოვიყვან, თუმცა, სხვა სკოლაში გადაყვანაც ბავშვისთვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს უკავშირდება“, - აღნიშნა დავით ლოგუამ.

მეორე და მეოთხე სკოლებიდან ხათუნა ნადარეიშვილის სახლამდე 50-100 მეტრია. იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ან მეოთხე სკოლაში ვერ დარეგისტრირდა, ისშვილის ნებისმიერ სკოლაში შეყვანას გეგმავს, გამოსავალს კი მოგვიანებით სასურველ სკოლაში საბუთების გადმოტანაში ხედავს.

შესაძლოა, ვინმემ დამასწროს და იმ სკოლაში ვერ დავარეგისტრირო ბავშვი, რომელიც ჩემს სახლთან ყველაზე ახლოსაა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით, ყველაზე ხელსაყრელია. ამასთან, ყველაზე უსაფრთხო. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ და სკოლიდან მის გამოყვანას სულ ვერ მოვახერხებთ. აქ ყველაფერი სისწრაფეზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ასე ხდებოდეს“, - თქვა ნადარეიშვილმა.

აღნიშნული სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ სკოლის დირექციას ელექტრონულ რეგისტრაციაში მონაწილეობის მიღება და მით უფრო, მისი კონტროლი არ შეუძლია. მათივე განმარტებით, კანონი სკოლებში ბავშვების ჩარიცხვას ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით არ ითვალისწინებს.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია არის ყველაზე კარგი მეთოდი, რომ არ იყოს პრეტენზია და თუ მაინც არის, ალბათ სწორად ვერ გაიგეს მისი არსი“, - ასე პასუხობს მშობლების პრეტენზიებს მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ხუფაცარია. მისივე თქმით, თუკი განსაკუთრებული გამონაკლისი ტერიტორიული სიახლოვის გამო იქნა, სამინისტროს თანხმობით მათ რაოდენობის მცირე გაზრდაც შეუძლიათ.

ჩვენ გავითვალისწინეთ მშობლების ინტერესი და მეორე სკოლაში 25 ადგილი დავამატეთ“, - განაცხადა რადიო „ათინათთან“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ. მისივე თქმით, ტერიტორიულ სიახლოვეს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს და მსგავსი დაყოფა ბავშვებისა და მშობლების უფლებების შელახვა იქნებოდა, რადგან ყველას აქვს უფლება ისწავლოს იქ, სადაც საჭიროდ თვლის.

ამ დროის მონაცემებით, მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში - 30, აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში - 56, მეოთხე საჯარო სკოლაში კი 51 პირველკლასელის ადგილია ვაკანტური. დაახლოებით, ამდენივე მოსწავლეა მისაღები ზუგდიდის სხვა სკოლებში, თუმცა, რეგისტრაციისას პრობლემას ზუგდიდის ცენტრში მდებარე სკოლებში ჩარიცხვაზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა ქმნის.

უკვე შევსებულ ადგილებზე კი რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, კანონის შესაბამისად, ის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველკლასელთა რეგისტრაციის სამეტაპიანი სისტემა 2012 წლიდან განათლებისა და მეცნიერების იმჟამინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების შესაბამისად მოქმედებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.