ზუგდიდში საწყობის აფეთქების საქმის გამოძიება, რომელსაც ერთი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სისხლის სამართლის 187-ე მუხლით
მიმდინარეობს,
- ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ შს
სამინისტროში განუცხადეს. ა
ღნიშნული მუხლი ნივთის განზრახ
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში ასევე
აცხადებენ, რომ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს
სამაშველო სამსახური ადგილზე დაგვიანებით მივიდა, სიმართლეს არ
შეესაბამება.
ცნობისთვის, ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობში აფეთქების შედეგად
ერთი ადამიანი დაიღუპა. გაეროს შტაბის ყოფილი ოფისი, სადაც თამბაქოს
საწყობი იყო განთავსებული, წუხელ ღამით აფეთქდა.
ამავე თემაზე:
აფეთქების
ადგილას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ხანძრის გაჩენის
ადგილას, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს ეძებენ
ხანძრის ადგილზე
სპეც-ტექნიკა და მაშველები ერთდროულად მუშაობენ
დგებუაძის ქუჩაზე
საწყობები იწვის (ვიდეო - ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები