"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაერთოს (ვიდეო)
13:13 / 08.06.2017
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილებმა
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის " აფხაზეთის"
დაფუძნება დაანონსეს. მათი თქმით, მოძრაობაში დევნილებთან ერთად ყველა
ის პირი იქნება გაერთიანებული, ვინც იძულებით გადაადგილებული პირების
პრობლემებითა და საჭიროებებით დაინტერესდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა დათო შენგელია მოძრაობის
წევრი, გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ
მოძრაობის ლიდერობის ან წევრობის პრეტენზია "ტყის ძმების" ყოფილ
მეთაურს არ აქვს, თუმცა, რადიო "ათინათის"
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა შენგელია აღნიშნული გაერთიანების
ფარგლებში, პასუხობენ, რომ ის აუცილებლად სხვებთან ერთად ჩაერთვება
"აფხაზეთის" საქმიანობაში.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, შენგელია გაერთიანების
ფორმირების პროცესში მათთან ერთად მონაწილეობდა, რადგან მათ საერთო
პრობლემები და მიზნები აქვთ.
"ჩვენთვის დათო შენგელია არ არის ფენომენი, ის არის დევნილი. ის,
შესაძლოა, არც მოხვდეს მოძრაობის გამგეობაში. ძალიან გთხოვთ, ამ
სიტყვებს არც არაფერი დაუმატოთ და არ მოაკლოთ", - უთხრა ჟურნალისტებს
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რამინ საჯაიამ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "აფხაზეთის" პირველი ყრილობა შაბათს,
კულტურის ცენტრ "ოდიშში" გაიმართება. ამავე დღეს გახდება ცნობილი
გაერთიანების გამგეობის წევრების ვინაობაც. საზოგადოებრივი
ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
დახმარების თანხის გაზრდას, დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში
უფასო სწავლებასა და ზოგადად, დევნილების სოციალური და ეკონომიკური
პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით
შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე
მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით
თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ
- 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება
დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები