შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური
თვითმმართველობის ორგანიზებით „მარათონი 2017“ 11
ივნისს გაიმართება.
გარბენში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 11:00 საათიდან
შეეძლებათ. ღონისძიება 12:00 საათზე რესტორან „არგოდან“ აიღებს სტარტს
და რუხი მოლის ტერიტორიაზე დასრულდება.
„მარათონს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და ვგეგმავთ, რომ ტრადიციად
ვაქციოთ აღნიშნული სპორტული აქტივობა. ფინიშზე გასულ გოგო - ბიჭს
ჩვენი სპონსორებისგან გადაეცემა სხვადასხვა პრიზი, მათ შორის,
GemFest-ის ბილეთები და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები“ ,
- აღნიშნეს რადიო
„ათინათის“ დილის
გადაცემაში ორგანიზატორებმა.
ღონისძიების სპონსორები არიან: რუხი მოლი, წყალი „სნო“, გამაგრილებელი
სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო", შპს "კედა" და საკანცელარიო
სერვისი „BestCopy”.
ამასთან „მარათონი 2017“ - ის მხარდამჭერები არიან: საპარტნიორო
ფონდი, ტექნოპარკი, ქალაქ ზუგდიდის მერია, გამგეობა, სამეგრელო- ზემო
სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და რადიო
„ათინათი“ .
ღონისძიება კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები
მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები