"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური: ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა (ვიდეო)
16:16 / 10.06.2017
ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატში, კულტურის სახლის შენობის წინ
საზოგადოებრივი დარბაზის "აფხაზეთი"
დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვეშრა მიმდინარეობს, რომელსაც "ტყის
ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით შენგელიაც ესწრება. მისი თქმით,
ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად
დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.
,,ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. მოგეხსენებათ, რომ 25 წელი
გავიდა მას მერე რაც დევნილობაში ვიმყოფებით. ხალხი არის გაჭირვებულ
მდგოამრეობაში, უმრავლესობას არ აქვს სახლი... ამის გარდა, 45 ლარიანი
შემწეობა გვეძელვა, როცა საარსებო წყარო არის 168 ლარი. ცოდვაა ეს
ხალხი და მინდა, რომ მათ შემწეობა გაეზარდოს. მე არ ვარ ამ
საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, ერთ-ერთი წევრი ვიქნები ", -
თქვა დავით შენგელიამ.
დღეს დევნილებმა ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთი"
დააფუძნეს. მისი წევრების თქმით, მათი მიზანია დევნილების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას იძულებით
გადაადგილებული პირები, საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებლები და მისი
წევრები დაესწრნენ.
ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით
შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე
მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით
თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ
- 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება
დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები