ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს"
დაყაჩაღებაში ბრალდებულის
გიორგი კუკავას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. კუკავას
ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული უდანაშაულოა და ისინი მის
გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და
ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 100 ათასი ლარის ღირებულების
ქონების გირაოს სახით ჩადებას ითხოვენ. მოსამართლე შოთა ბიჭიამ
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში
დატოვა.
გარდა ამისა, ბრალდებულის მხარემ პროცესზე ეჭვი გამოთქვა, რომ მათი
დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულ პირებს, რომელიც პოლიციამ დაკითხა,
სხვა პიროვნებაში შეეშალათ. ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით,
აღნიშნული ყაჩაღობის ნამდვილი მონაწილე ამ დროისთვის სხვა საქმეზე
სასჯელს ქუთაისში იხდის.
„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ეს ის პირია, რომელმაც
"ლენდოზე" ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. ფიზიკურადაც მსგავსებაა
და ამასთან, ის ამოსაცნობი ნიშნები, რაც დაზარალებულებმა მიუთითეს
ზუსტად იდენტურია. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა მოსამართლემ
მომავალ სხდომამდე გადადო, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებითი
მტკიცებულებები მოვიპოვოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.
სასამართლო პროცესს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია
ესწრებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გიორგი კუკავას
და მის ოჯახს პირადად იცნობს.
„მე პირადად ვიცნობ ბრალდებულს, ვიცნობ მის ოჯახს, საზოგადოება იცნობს
ამ ადამიანებს. საზოგადოების მხრიდან ბრალდებული ძალიან დადებითად
ფასდება. მას იცნობენ, როგორც წარსულში კეთილსინდისიერ, მოწესრიგებულ
მოქალაქეს, ადამიანს. თვითონ ბრალდებული არ აღიარებს ბრალდებას,
შესაბამისად ძალიან მაღალია ინტერესი თვითონ აღნიშნული საქმის მიმართ,
როგორც ბრალდებულის დაცვის მხარე საუბრობს არის ძალიან ბევრი
არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს ბრალდებულის უდანაშაულობას, შესაბამისად
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მე ვესწრები ამ სხდომას და დავესწრები
შემდგომში. თვალყურს მივადევნებ პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ
ყველა არგუმენტი ბრალდებულის სასარგებლო იქნება საფუძვლიანად
გამოკვლეული და შესაბამისად დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილება
მართლმსაჯულების მიერ იქნება აბსოლუტურად ობიექტური“, - განაცხდა
მერაბ ქვარაიამ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 11 სექტემბერს ჩაინიშნა.
ბრალდებული გიორგი კუკავა ყოფილი პოლიციელია, იგი აღნიშნული ყაჩაღობის
ფაქტზე მიმდინარე წლის 16 მარტს დააკავეს. ზუგდიდში, რუსთაველის
ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა
პირმა დააყაჩაღა. წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები