ზუგდიდის რეფერალური საავადყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების
მორიგე ექიმის თეა კვარაცხელიას ინფორმაციით, ხამისკურში ავარიის
შედეგად დაშავებულის
მდგომარეობა მძიმეა და ამ ეტაპზე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ზოგადი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე.
აქვს პოლიტრავმა და ტრავმული შოკი. პაციენტს თავის ტვინში
სისხლჩაქცევები აქვს, ასევე, სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები და
წელის განივი მორჩების მოტეხილობები. ამ დროისთვის დინამიკაში
ვაკვირდებით და დილით გადაწყდება, გაუკეთდეს თუ არა ოპერაცია“, -
აღნიშნა კვარაცხელიამ.
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამარშუტო ტაქსი ველოსიპედით
მოსიარულეს დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზარალებული
ხამისკურის მკვიდრია. ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით
მიმდინარეობს. შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
ამავე თემაზე:
ხამისკურში
სამარშუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს
დაეჯახა
მასალის გამოყენების პირობები