ზუგდიდში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი
ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უმძიმესია.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის
რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ ჭეჟიამ
განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში რეანიმაციული
პროცედურები უტარდება.
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, ის სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა. დაშავებული
უგონო მდგომარეობაში და ის სასწრაფო სამედიცინო სახმარების ბრიგადამ
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები