ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მარტვილის გამგეობის თანამშრომლების
მამუკა კეკელიას და გია ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს
აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება დაცვის
მხარეს, ისინი ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დაკავებულებულთაგან ერთ-ერთი დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე
ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი ზუგდიდის
რაიონულ სასამართლოში 9 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის
აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების
ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის
სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების
ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი
ნაწილებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
მარტვილის
მერიაში დაკავებული საჯარო მოხელე ბრალს არ აღიარებს
ფინანსურმა პოლიციამ
მარტვილის გამგეობაში ორი სამსახურის უფროსი დააკავა
მასალის გამოყენების პირობები