სეს-მა საფრანგეთში წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტები შესაძლოა ბაზრიდან გამოითხოვოს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან
საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების
პროდუქტებში „სალმონელას“შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინება
მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო მოკვლევას ატარებს.
სეს-ის ინფორმაციით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და
სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.
სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს
საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ
პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების
ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები
ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების
მიღებით.
მასალის გამოყენების პირობები