ქუთაისის სააპელაცი სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა
საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ
აქტი ბათილად ცნო. ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის ადგილობრივი
ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას ცნობით, აღნიშნული გადაწყევტილება
სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღო, თუმცა მათ
დადასტურებული გადაწყვეტილება ახლა ჩაბარდათ. ჭკადუას განმარტებით,
სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო
სამსახურის შესახებ კანონის 118 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული
თანამშრომლები სასმსახურში აღადგინოს და ამასთან განაცდური
აუნაზღაუროს.
„გამგეობა ვალდებულია აღნიშნული საჯარო მოხელეები ტოლფას სამსახურებზე
აღადგინოს. იმ შემთხვევაში თუ არ არსებოს შესაბამისი შტატი მოიძიონ
სხვა ტოლფასი თანამდებობა“, -თქვა მან.
დღევანდელ შეხვედრას 2016 წელს გათავისუფლებული თამამშრომლებიც
ესწერებოდნენ. სოფელ ოქტომბრის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას
თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მაშინ საკუთარ ფეისბუქ
გვერზე დაპოსტა, რის გამოც ის გააკრიტიკეს.
„სიცრუის ტირაჟირებაში დამდო ბრალი გამგეობის იურისტმა, რომელიც
სასამართლოზე მათ ინტერესებს იცავდა. წერდნენ თითქოს მე ვიტყუებოდი და
მსგავსი გადწყევტილება არ იყო მართალი. ასევე მაკრიტიკებდნენ სოციალურ
ქსელში, არჩევნებზე ჩემი მოწინააღმდეგე კანდიდატის ნათესავები და
ახლობლები“, - აღნიშნა ალანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში კომენტარს მოგვიანებით
გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები