საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტრომ იმ 5422 დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული
წინასწარი ქულები გამოაქვეყნა, რომელმაც ზუგდიდში, ახალაშენებულ
კორპუსებში ფართის მისაღებად განაცხადი შეავსო.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა,
დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე,
გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ
აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.
სამინისტროს ცნობით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში
დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინონ.
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი ქულები კორექტირდება
და საბოლოო სია გამოქვეყნდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი
კომისია კი განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა
გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას ამ ეტაპზე
სულ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს.
იხილეთ სრული სია:
http://mra.gov.ge/res/docs/2018012409094494770.pdf
ამავე თემაზე:
ბარამიას ქუჩაზე 240 დევნილი
ოჯახი ბინას მომავალ წელს მიიღებს
მასალის გამოყენების პირობები