ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს (ვიდეო)
16:00 / 21.02.2018
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ
ალავიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილორბივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
და აღნიშნეს, რომ რეაბილიტირებული ბაღი ტურიზმის განვითარებას
შეუწყობს ხელს.
„ეს არის ისტორიული ობიექტი, რომელიც ბევრ ტურისტს მოიზიდავს.
მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი
გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის,
კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება“, - აღნიშნა ზურაბ
ალავიძემ.
ნიკოლოზ ანთიძის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბოტანიკური ბაღი
ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს და დადიანების კომპლექსი
მსოფლიო ასპარეზზე სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი.
„ამ პროექტზე სამი წელი მუშაობდა დიდი ჯგუფი და მივიღეთ უნიკალური
შედეგი. ევროპული პარკების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს
პარკი იმსახურებს ევროპული ასოციაცის წევრობას. ვმუშაობთ
დოკუმენტაციის წარსადგენად... ვფიქრობ, რომ ეს ბაღი ყველაზე
მნიშვნელოვანია საქართველოში“, - თქვა ანთიძემ.
ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი
დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯავა“ ახორციელებს,
რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ
ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან
18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის
70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია
11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო 30%-ს
მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის
30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან
მიიღებს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები