ზუგდიდის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების
თავშესაფარში მოთავსებაზე
მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ
მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა.
მანამდე აღნიშნულზე გამოცხადებულ პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთმა
კომპანიამ შპს "ვექტრამ" ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო. სატენდერო
დოკუმენტაციის თანახმად, პრეტედენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად
არ წარმოადგინა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29`965 ლარია, რომელშიც წინადადებების
მიღება ამჯერად 12-დან 14 მარტამდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ
მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და
უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი ან ბადით უნდა უზრუნველყოს. ასევე,
ცხოველები უნდა დამუშავდეს ჭიებსა და ბაქტერიებზე, ჩაუტარდეს
სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა სახის ვაქცინაცია. სავალდებულო
იქნება მათი იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი
ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით) და ა.შ.
ამავე თემაზე:
მიუსაფარი
ძაღლების თავშესაფარის განთავსების მომსახურებაზე ტენდერი ვერ
შედგა
მასალის გამოყენების პირობები