რუსმა სამხედროებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან,
კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მკვიდრი,
ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ზარანდია დააკავეს. ამის შესახებ
ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს. მას
ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ ედება. აფხაზური მხარის ცნობით,
მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები