ახალგაზრდა სენაკელი გამომგონებლები ზუგდიდში თანატოლებს შეხვდნენ (ვიდეო)
17:42 / 02.04.2018
ასოციაცია "ათინათის" პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და
განვითარება" ფარგლებში სენაკელი
მოსწავლეები, რომლებმაც NASA-ში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს,
ზუგდიდელ მოზარდებს ტექნოპარკში შეხვდნენ. ახალგაზრდა გამომგონებლები
თანატოლებს თავიანთი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ
ესაუბრნენ.
„კოსმოსურ ცენტრში გვაძლევდნენ სხვადასხვა დავალებას. ზოგიერთ
აქტივობას წარმატებით გავართვით თავი, ზოგიერთს მეტ-ნაკლებად. საბოლოო
ჯამში ვფიქრობ, რომ სასწავლო პროგრამაში ჩვენი მონაწილეობა იყო
წარმატებული… ასევე ვფიქრობ სხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ
ცნობადობა გავზარდეთ“, - თქვა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას
სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ დეა ჩიტაიამ.
შეხვედრას ახლგაზრდა გამომგონებლების მენტორი უტა კილასონია და 2017
წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა
უძღვებოდნენ. პედაგოგებმა STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია,
მათემატიკა) სწავლების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.
სენაკელმა ბავშვებმა მეწყერსაშიშ ზონებში შეტყობინებების წინასწარ
მიმღები გამოიგონეს. ეს იდეა მოსწავლეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც
სტიქიამ მათი სკოლის ეზო დააზიანა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები