შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგლე მანანა ბარძემაშვილი,
რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მანანა
თაკალანძე ბინის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებს, ბრალდებას
კატეგორიულად უარჰყოფს. მისი ინფორმაციით, გაუგებარია, რაში
ადანაშაულებენ თაკალანძეები მას. ბარძემაშვილი ამბობს, რომ გაცვლის
შესახებ შეთანხმება კანონის სრული დაცვით შედგა, რაც შეეხება სახლის
გადაფორმებას, ეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.
„სახლის გაფორმებასთან დაკავშირებით იყო რაღაც ტექნიკური საკითხები.
მე მათ შევთავაზე ნაწილის გადაფორმება, როგორც ამის საშუალება იყო,
თუმცა, თავად მოისურვეს, რომ სრულად გადაფორმებულიყო, რაზეც, რა თქმა
უნდა, დავთანხმდი. უბრალოდ, არის გარკვეული პროცედურული საკითხები,
რაც ვერ მოესწრო. 10 თვე ცხოვრობდნენ ამ სახლში და დღემდე არ ვიცი,
რატომ წავიდნენ სახლიდან“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ ბარძემაშვილმა.
მისივე თქმით, თაკალანძეებს სახლში დაბრუნება შესთავაზა და მათი
სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, იქ იცხოვრონ.
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა
თაკალანძე უვადო შიმშილობას იწყებს. მისი მტკიცებით,
თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ბინა მოტყუებით
წაართვეს. თაკალანძე საოლქო პროკურორთან შეხვედრასა და დამნაშავეების
დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვადო შიმშილობით
იმუქრება. მანანა თაკალანძის მტკიცებით, შპს „სუპერმარკეტის“
დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა მას თაღლითური გზით ბინა
წაართვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე
თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
აფხაზეთიდან
დევნილი ბინის დაბრუნების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს
მასალის გამოყენების პირობები