ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)
08:50 / 13.05.2018
სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, სადაც ხმის მიცემა
ელექტრონულად პირველად
მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ
ჟვანია აკვირდება. ის სამივე საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში, სწორედ ცაიშში
ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან
საინტერესოა ეს პროცესი, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც
ამომრჩეველზეა დიდ წილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად
გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს
კვლევის მიზნები აქვს, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად
საქართველოში საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობების განხილვის
თვალსაზრისით“, - თქვა თამარ ჟვანიამ.
საარჩევნო უბნები, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული,
დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. აქ ხმის მიცემა ელექტრონულად
მიმდინარეობს.
ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია:
გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი
ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები