ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცაიშში
საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე
15:00 საათის მონაცემებით საკუთარი ნება 937 ადამიანმა გამოხატა, რაც
რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,24% შეადგინს. საოლქოში ამბობენ, რომ
ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოა. თემის სამ საარჩევნო უბანზე
სულ 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკოს ცნობით, კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი
აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში
აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა.
ცაიშში დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საკრებულოს წევრობისთვის
სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული
საქართველოდან", ბაჩუკი ნარუშვილი "თავისუფალი საქართველოდან" და
"ქართული ოცნებიდან" თენგიზ ალმასია იბრძვის.
ამავე თემაზე:
ცესკო: 12
საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74%
შეადგინა
მასალის გამოყენების პირობები