იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ
დაასრულა ბინების განაწილების პროცესი, რის შედეგადაც
240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იმ ოჯახების
სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების
შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.
ამავე ცნობით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
სრული სიის სანახავად, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა,
გადადით შემდეგ ლინკებზე:
ერთოთახიანი ბინები
ოროთახიანი ბინები
სამოთახიანი ბინები
3+2 ოთახი
ნგრევადი
ობიექტები
სასამართლოს
გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულება
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების
შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების
განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ ინდივიდუალურად
შეხვედბიან. მათთან შეხვედრა ზუგდიდში, ხუბულავას ქ.N-6-ში,
სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს შენობაში 14 ივნისს, 11:00
საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხს კომისია განიხილავს
მასალის გამოყენების პირობები