რეგიონი
მერები ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე : შესაბამისი ფინანსები არ გაგვაჩნია (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიუსაფარი ძაღლების თავშეფასრის მოწყობასთან დაკავშრიებით შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის „ სოციალური პროგრამებისა და გნავითარების ცენტრის“ პრეზენტაციას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, მერები დაესწრნენ.

„კვლევა მიგვანიშნებს, რომ დღემდე გადაუჭერელია მაწანწალა ცხოველების პრობლემა. ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობენ და მათი გაზრდილი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ადგილორბივებსაც და ტურისტებსაც. რეგიონის პრობლემაა, რომ არ გააჩნია მაღალი დონის სერვისი. გადავწყვიტეთ, გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით რეგიონის ხელმძღვანელების წინაშე დაგვეყენებინა პრობლემა და გვემსჯელა ინტერმუნიციპალურ თავშესაფარზე“, - თქვა ქვარაიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეკრებილებს კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში წარმოდგენილი პროექტი გააცნო, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში უკვე მოიწონეს და რომელთა ღირებულება, კახეთის შემთხვევაში მილიონ ლარზე მეტია.

„სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი ძალიან ზოგადი ფინანსები წარვადგინეთ და მუნიციპალიტეტებმა იმის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა ბიუჯეტიც მათ გააჩნიათ. თუ იქნება მათი მხრიდან ინიციატივა, მზად ვართ ვიმუშაოთ, რომ კონკრეტულად რეგიონს მოვარგოთ პროექტი“ - აღნიშნა ორგანიზაციის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა.

ზუგდიდისა და აბაშის მერების უკმაყოფილება ფინანსურმა მხარემ გამოიწვია. მათი თქმით, მუნიციპალიტეტებს ამ ეტაპზე აღნიშნული თავშესაფრის მოსაწყობად და მისი მომსახურებით სარგებლობისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ და კარგი იქნება, თუ პროეტქი მათ ბიუჯეტს იქნება მორგებული.

„ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რომელიც მაწანწალა ცხოველებს ეხება. მათი წარმოდგენილი თავშესაფარი დიდ თანხებს მოითხოვს. კარგი იქნება, არსებული რესურსებიდან გამომდინარე მოხდეს შეჯერება და თანხების კორექტირება“, - თქვა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორიდნატორის არჩილ თოდუას თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა კვლევა, რომელიც მუნიციპალიტეტებს ცხოველთა რაოდენობის გარკვევაში დაეხმარება, რის შემდეგაც სხვა სამუშაოები უნდა დაიგეგმოს.

ცხოველთამოყვარულმა გვანცა ციმინტიამ კი წარმოდგენილი პროექტი მოიწონა, თუმცა საჯარო მოხელეებს კითხა, როგორ ხედავენ ისინი არსებული სიტუაციიდან გამოსავალს.

„როგორ ხდება ისე, რომ ყოველ ჯერზე, ტენდერს იგებს ყასაბი გიორგი მაღლაფერიძე. რა ხდება, ინაწილებთ თანხებს, თუ რაშია საქმე? გთხოვთ, ამაზე გამცეთ პასუხი“, - აღნიშნა ციმინტიამ.

შეკითხვა არ მოუსმენია ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას, რომელმაც შეხვედრა დროზე ადრე დატოვა, თუმცა ციმინტიას პასუხი მაჟორიტარმა გასცა.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია არაჰუმანური მოპყრობა და ამაში ვართ სოლიდარულები. ამიტომაც ვმსჯელობთ, რომ ვიპოვოთ სწორი მიმართულება. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე და კონრეტულ ნაბიჯებს დავისახავთ“, - თქვა ქვარაიამ.

საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანმხდნენ, რომ, შესაძლოა, მომავალში კიდევ ერთი შევხედრა ამჯერად უფრო კონკრეტული ხედვებით გაიმართოს, რაც საბოლოოდ კონკრეტული გეგმის დასახვაში დაეხმარებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.