საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული
საზოგადოების ვიცე პრეზიდენტის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის და
პროფესორის
ზურაბ ჯანელიძის წინასწარი დასკვნის თანახმად, მდინარე ხობისწყლის
კალაპოტში აღმოჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნები შესაძლოა 60 მილიონი
წლის იყოს.
ჯანელიძე ვარაუდობს, რომ მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული
გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის
დინების მიერაა დამუშავებული და ასეთი ფორმის ნიმუშები დიდ იშვიათობას
წარმოადგენენ.
„არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს,
ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ
ბინადრობდნენ“, - ნათქვამია პროფესორ ზურაბ ჯანელიძეს წერილში.
პროფესორის რეკომენდაციით, აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა ისეთ
ადგილზე უნდა მოხდეს, სადაც მოხდება მათი დაცვა. გარდა ამისა, ისინი
პალეონტოლოგებმა და ლითოლოგებმა უნდა შეისწავლონ.
ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის
კალაპოტში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ იქნა კონკრეციები (მათ შორის
სეპტარიები). ისინი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა
დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა.
მასალის გამოყენების პირობები