გაერთიანებული ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის ოქტომბრის არჩევნებში
გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.
ის კანდიდატად „ძალა ერთობაშიამ“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში
გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ის ენმ-ის
ხელისფლების დროს ჯერ კულტურის, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა
მინისტრის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, მასში ათი პოლიტიკური პარტია
შედის:
1. ახალი საქართველოსთვის;
2. ემსახურე საქართველოს;
3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
4. სახელმწიფო ხალხისთვის;
5. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია;
6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
8. ახალი საქართველო;
9. საქართველო ლიდერთა შორის;
10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
მასალის გამოყენების პირობები