"ევროპული საქართველო" დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს
პარტია „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს 18:00
საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგენს.
პარტიის წევრების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი
საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი და საპრეზიდენტო არჩევნებში
ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი
გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო
კანდიდატი.
მასალის გამოყენების პირობები