ააიპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის“ ზუგდიდის ბიუჯეტიდან
2016-2017 წლებში 150 ათასი ლარი გამოიყო.
2016 წლის ბიუჯეტის შესრულებული გეგმის თანახმად, ამ წელს ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს კი განმუხურის
ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის 130 000 ლარი
გაითვალისწინეს. ბიუჯეტის მიხედვით, დაგეგმილი იყო ბოტანიკური ბაღის
მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა საგრანტო პროგრამებით.
ამავე წლებში ააიპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღში“ 8 ადამიანი იყო
დასაქმებული, მათ შორის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა და მისი
მოადგილე.
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ახალი ააიპ „ბოტანიკური
ბაღების მართვის ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 29 ადამიანია დასაქმებული.
რადიო „ათინათმა“ მერიიდან საჯარო
ინფორმაცია გამოითხოვა მათი ხელფასების შესახებ. აღმოჩნდა, რომ თვის
განმავლობაში მათი შრომითი ანაზღაურება 23 550 ლარს შეადგენს. ამ
გაერთიანების ფუნქციებში ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და
განმუხურის ბოტანიკური ბაღიც შედის.
ჩვენ ააიპ-ის ხელმძღვანელს ზვიად ქარჩავას დავუკავშირდით და ვთხოვეთ,
მოეცა ინფორმაცია, "განმუხურის ბოტანიკურ ბაღში" დასაქმებულთა
საქმიანობის შესახებ. ის დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოგვაწვდის.
ამავე თემაზე:
ივანიშვილი: ანაკლია-განმუხურში ბოტანიკური ბაღის
გაშენებაზე უარს ვამბობ
მასალის გამოყენების პირობები