სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ფინანსთა
მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა განიხილება. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ წყარომ
აცნობა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიაში ამ ეტაპზე
მხოლოდ გაგუას კანდიდატურას განიხილავენ.
რადიო
"ათინათი" ფინანსთა სამინისტროს
პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ
პასუხობენ.
პროფესიით ეკონომისტი ნიკოლოზ გაგუა ერთი თვის განმავლობაში ფინანსთა
მინისტრიც იყო.
სხვადასხვა წლებში გაგუა რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, მათ
შორის, იყო ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილეც.
2010 წელს კი ფინანსთა მინისტრის მრჩეველი იყო.
ამავე თემაზე:
ლევან
შონია:იმედს ვიქონიებ, ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის
განვითარებისთვის
მასალის გამოყენების პირობები