გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები
17:38 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას შსს-ს
მინიტრმა მუნიციპალიტეტის მერებსა
და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი
გახარიამ მათ უთხრა, რომ არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ
ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, მან თქვა, რომ
მთავრობის მხრიდან განსაკუთეებული ყურადღება მიექცევა სამეგრელოს,
განსაკუთრებით კი ზუგდიდს.
" არავინ არ მოითმენს იმას რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს
საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ
აუცილებლობა განპირობებულია იმ საზღვართან სიახლოვით, რომელიც არის
გვერდზე. გვახსოვდეს, რომ ვალდებულები ვართ აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ
საუკეთესოები. მადლობას ვუხდი კოლეგებს გაწეული შრომისთვის. ასევე
მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო.
ერთმნიშველოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე
კომპრომისის დაშვებაზე არავინ არ აპირებს, რაც ნიშნვას იმას ,რომ
ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის
ზომა იქნება ერთნაირი.
მინისტრმა გარკვეული აქცენტები ახალგაზრდების წინ წამოწევაზე და
რეგიონის განვითარების პოტენციალზე გააკეთა.
"ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც
ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას
პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება
ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა
უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება
ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი
მოთხოვნა თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ" - განაცხადა
გიორგი გახარიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია
მუშაობას დღეიდან შეუდგა.
ამავე თემაზე:
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები