ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას მაიზერ ნანავა
დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ის ამ დრომდე მერის მეორე მოადგილის
თანამდებობას იკავებდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მერის
მოვალეობის შემსრულებლის რანგში ნანავამ პირველი სამუშაო შეხვედრა
მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართა.
ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ ოფიციალური
განცხადება გუშინ დაწერა. დღეს კი საკრებულო მისი უფლებამოსილების
შეწყვეტაზე იმსჯელებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერის მოვალეობას
ხვალიდან მაიზერ ნანავა შეასრულებს
მასალის გამოყენების პირობები