ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს.
უწყების ინფორმაციით, მათ ბრალი 179-ე, 236-ე, 143--ე და 237-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ამავე ცნობით, ბრალდების მხარე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.
"ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გარდა ამისა მათ, ბრალი ედებათ ელექტროსადგურის დარაჯების პირადი ნივთების და კუთვნილი ავტომობილის გატაცებაში.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები