შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ გალში, დაუდგენელ
ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სენაკში მიუსამძიმრა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი სტრუქტურები საქმის რეალური გარემობების სწრაფად დასადგენას მუშაობენ. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ჟენევის თანათავმჯდომარეები კვარაცხელიას საქმეზე რუსულ მხარესთან ისაუბრებენ.
„ამისათვის, მოგეხსენებათ, ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და ცხედარი გადმოცემულ იქნა. სამხარაულის საახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახლა კომპლექსურ ექსპერტიზას ატარებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას კითხვებს დაზუსტებით გაეცეს პასუხები. გამოძიებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს საკითხი, მიმდინარე კვირას, უკვე იყო თანათავმჯდომარეებთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი მომდევნო კვირას მოსკოვში იქნებიან და სწორედ რუსულ მხარესთან დააყენებენ საკითხებს, რაც ირაკლი კავარცხელიას გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ყველა იმ მასალისა და გარემოების აუცილებლად გაცნობის თაობაზე, რაც ხელთ უნდა გვქონდეს. მათ შორის, აფხაზური მხარის მიერ ნახსენები იყო კადრები, რომლებიც შეიძლება გამოძიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. არსებობს ისეთი ფორმატები, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, რაშიც ასეთი ტიპის მასალები იცვლება და ჩვენ გვქონია კიდეც პრეცედენტი, როდესაც ქართული მხარე გარკვეულ ვიდეოკადრებს გაცნობია. ველოდებით, რომ თანამშრომლობა ამაზე მაინც შედგება. ვფიქრობ, რომ ახლა ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს გვერდში დავუდგეთ. მას პატარა ქალიშვილი ჰყავს. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ, რომ მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი კვარაცხელიას სენაკში ხვალ დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:
ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
მასალის გამოყენების პირობები