საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას
80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოუშვა.
შესაბამისი ფოტო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა. ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე“, - აღნიშნულია ბახტაძის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები