სანდრა რულოვსი: შესაძლოა ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ვიფიქროთ
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსი ზუგდიდში თანამედროვე პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნის ინიციატივით
გამოდის. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რულოვსი ამბობს, რომ ეს მისი ინიციატივაა და მიიჩნევს, რომ ინსტიტუტი ია კერზაიას სახელობის უნდა იყოს.
"უმაღლესი განათლების სფეროში უნდა იყოს აქ მეტი შესაძლებლობა. თანამედროვე განათლება ექნებათ პედაგოგებს, რაც აუცილებელია",- თქვა რულოვსმა.
კანდიდატი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სურს, ზუგდიდის სკოლებში მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად ლექციები ჩაატაროს.
მასალის გამოყენების პირობები