საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს 14 ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ერთდროულად,
17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ. ზუგდიდში სახელმწიფო ჰიმნი ცენტრალურ მოედანზე შესრულდება.
ჰიმნის ერთობლივ შესრულებას მესტია და ფოთიც შეუერთდება.
1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
ამავე თემაზე:ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები