მულტიმედია
სიჩუმიდან ხმაურიან სამყაროში - ილიას მშობლები ცვლილებებისთვის (ფოტო/ვიდეო)
,,მქონდა სრული შოკი, მეტყველების უნარი დავკარგე, სალაროსთან რომ მივედი, ვერ ავუხსენი რა მჭირდებოდა, ხელით ვანიშნე, ფურცელი და კალამი მოეცათ, რათა დამეწერა თუ რა მინდოდა. საშინელი განცდა იყო“, - ასეთი იყო პატარა ილიას მამის ლაშა გვაჯაიას რეაქცია უმცროსი შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე. პირველი ემოციიდან რამდენიმე დღეში ილიას მშობლებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს. ოპერაციამდე მისასვლელი რთული გზაც ერთად გაიარეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, საკუთარი გამოცდილება სხვა მშობლებისთვისაც გაზიარებინათ და ასოციაცია ,,ილი“ დააარსეს.

ორგანიზაციის მიზანია რეგიონში სმენადაქვეითებული ბავშვების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„2017 წელს, როგორც საინიციატივო ჯგუფი ისე ჩამოვყალიბდით, შემდეგ ასოციაცია დავაარსეთ. პირველი პროექტისთვის დაფინანსებაც მივიღეთ, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მშობლებისა და ბავშვების საჭიროებები კვლევაა სამეგრელო - ზემოსვანეთში. არ გავქვს სარებილიტაციო კურსი, არ არის თერაპევტი, რომელიც ამ ბავშვებთან იმუშავებს. არ არსებობს ცენტრი, არც რესურს ოთახი, რომელიც ამ ბავშებს მოემსახურება“
, - გვიყვება ილიას დედა სალომე გარდავა.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები, ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციას ერთმანეთისგან იღებენ. მათ შორის, სალომესაც ხშირად მიმართავენ კონსულტაციისთის.

„ახლახან მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ზუგდიდელ ბავშვს დაუფინანსდა ოპერაცია. მისი მშობელი ყველა ეტაპზე მირეკავდა რჩევისთვის. მიხარია, რომ ახლა სხვა მშობლებს ვეხმარები. თავის დროზე, მეც იმავე მდგომარეობაში ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება ის ადამიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა“, - ამბობს სალომე.

ლაშას თქმით, ოპერაციის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, პოსტოპერაციული პერიოდი და თერაპიის კურსებია, თუმცა ზუგდიდში კვალიფიციური და საჭირო სპეციალისტების მოძიება შეუძლებელია.

,,ერთდროულად ვინც ოპერაცია გაიკეთა ჩემ შვილთან ერთად, ილიასა და მათ შორის დიდი სხვაობაა . თბილისში არის იმის შესაძლებლობა, რომ კვირაში რამდენჯერმე ატარო ბავშვი თერაპიაზე, ჩვენთან ამის საშუალება არ არის. ჩვენ, დაახლოებით, თვეში ერთხელ ან ორჯერ გვიწევს ჩასვლა დავალებების მიღება“,
- გვითხრა მამამ.

პრობლემის აღმოჩენიდან რამდენიმე თვეში, სმენის აღდგენის მიზნით, წლისა და ექვსი თვის ილიას ოპერაცია ჩაუტარდა. მას კოხლეარული იმპლანტი ჩაუდგეს.

„როდესაც ხმების აღქმა დავიწყეთ, გასაღების ჟღარუნი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაეგო რა ფუნქცია ჰქონდა მას, კარების გასაღების ჟღარუნს, რომ გაიგებდა მივდიოდით და ვაღებდით კარებს, თუ მანქანის გასაღები იყო მივდიოდით და მანქანას ვქოქავდით. ხმებზე მისი პირველი რეაქცია მძაფრი იყო, ბრაზდებოდა და იძრობდა სასმენ აპარატს. ახლა პირიქით, ძალიან მოსწონს და უყვარს ხმაურიანი სამყარო’’, - გვიყვება დედა სალომე გარდავა.

დღეს რეაბილიტიაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ილიას უკვე სხვადასხვა საგნის მიერ გამოცემული ხმების, ბგერების, სიტყვების იმიტირება შეუძლია. კომუნიკაბელურია, უყვარს უფროს და - ძმასთან თამაში, სეირნობა, მანქანები, გასაღებები და ჰყავს საყვარელი ველოსიპედი, ბაღშიც ხალისით დადის.

ნიკოლოზი, ანასტასია და ილია


საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 1% სმენისპრობლემა აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონი ადამიანია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია.


ამავე თემაზე:


„ჩვენ ცვლილებებისთვის“ - ორგანიზაცია „ილი“-ს პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)

სტუმარი - სალომე გარდავა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.