ზუგდიდის ახალი მერი გიორგი შენგელია საკუთარ პირველ მოადგილეს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში წარადგენს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კანდიდატურების შესახებ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
რაც შეეხება მერიის სხვა სამსახურებს, ჯერ უცნობია, წარადგენს თუ არა შენგელია განახლებულ გუნდს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება 10 ივნისს
ცნო.
მასალის გამოყენების პირობები