ზუგდიდში 20-21 ივლისს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის პირველი ნაწილი ლიტერატურული, ხოლო მეორე, მუსიკალური იქნება. მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.
"ეს ფესტივალი უკვე ტრადიციულ სახეს იძენს. ჩვენი მიზანია, რომ თანამედროვე მწერლები გაიცნოს ზუგდიდელმა მკითხველმა. იქნება ასევე აფხაზურ პოეზიაზე საუბარი, თუ რა ტენდენციებია აფხაზეთში და რა ხდება ამ მხრივ. ტრადიციულად გვეყოლება სტუმრები და ვთვლი, რომ იქნება კარგი ფესტივალი", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ლაშხია.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ზუგდიდში გასულ წელსაც
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები