მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დაბა მესტიაში სტიქიის შედეგად უფრო დიდი ზიანი იქნებოდა,
რომ არა მესტიაჭალა ჰესის დანადგარები და დროებითი ხიდი. რადიო
„ათინათს“ ჟორჟოლიანმა უთხრა, რომ ამ დროისთვის ვითარება მულხურაჭალისა და მესტიაჭალის მიმდებარედ დროებით დასტაბილურდა.
„მდინარის უფრო დიდი ნაკადი მესტიაჭალა ჰესის აგრეგატებმა და ხიდმა შეაჩერა. ახლა ველოდებით ტექნიკას, რომელიც უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს. გარდა ამისა, მესტიაჭალა მოგვეხმარება და დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მულახში ერთი ხიდი წაღებულია, მეორეს ბურჯები აქვს გამოცლილი, ასევე, წაღებულია საკარმიდამო ნაკვეთები და მიწამ დაიწყო ჩამოშლა. ამასთან, დაბა მესტიის 60 %-ს წყალი არ მიეწოდება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მისივე ინფორმაციით, წყალმომარაგების აღსადგენად, დაახლოებით, ერთი დღე დასჭირდება.
ამავე თემაზე:
მესტიაჭალა 1-ის მიმდებარედ მაშველები რჩებიან
მასალის გამოყენების პირობები