სოხუმში, „დიდების პარკში“ გამოფენილ ბანერი, რომელზეც აფხაზ სეპარატისტებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, პროტესტის ნიშნად
აფხაზეთის ომის ვეტერანმა კვიცინიამ ჩამოხია. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, ის ფოტოს ჩამოსაგლეჯად სოფელ ატარადან ჩამოვიდა. მანამდე, ბანერზე ფოტოს გამოჩენა გააკრიტიკა მედია კლუბმა „ აფსნი იახა“ და დაწერა, რომ „ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს გამარჯვება ქართული ტანკით „მიულოცა“. აღნიშნული ბანერი „გამარჯვების“ 26 წლისთავს მიეძღვნა.
„ჩვენი ძმები, რომლებიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპნენ, აქ არიან დაკრძლულნი, დიდების პარკში. მათ გვერდით კი გამოჩნდა ფოტო ჩვენი მტრების, რომლებმაც მოკლეს ისინი. არ შემეძლო, არ მოვსულიყავი, როცა სტატია ვნახე“, - თქვა ნუგზარ კვიციანიამ.
„აფსადგილ ინფო“ ასევე წერს, რომ ქართველი ჯარისკაცების ფოტო ომის პირველი დღესაა გადაღებული და აფხაზურ მედიაში ადრეც გამოჩნდა. აქვე აღნიშნულია, რომ ფაქტი იმ პირების მხრიდან, ვინც მასალას აქვეყნებს, უყურადღებობის მაჩვენებელია.
მასალის გამოყენების პირობები