ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების საქმეს სასამართლო იხილავს
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გონერ
პაპავას
გათავისუფლების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პაპავას
განცხადებით, ის განათლების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობას და
სამსახურში აღდგენას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მოსამზადებელი
სასამართლო სხდომა უკვე შედგა და მომდევნო პროცესი 11 მაისს არის
ჩანიშნული.
"საქმის მასალებიდან გამომდინარე ყველაფერი იმაზე მეტყველებს და
დარწმუნებულიც ვარ, რომ სასამართლო პროცესს მოვიგებ".
გონერ პაპავა თანამდებობიდან 15 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მაშინ,
განათლების სამინისტროში მიზეზად სხვადასხვა დარღვევებს ასახელებდნენ,
რასაც პაპავა უარყოფს და ამბობს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური
ნიშნით გაათავისუფლეს.
ამჟამად, ზუგდიდის რესურსცენტრს კახაბერ ფარცვანია ხელმძღვანელობს. ის
აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შეირჩა და თანამდებობაზე 9
მარტს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები